Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა საქართველოში 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი

17:06 09.02.2012

საქართველოში მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა 3 მილიონ 980 000-სს შეადგენს, ფიქსირებული ქსელის აბონენტთა რაოდენობა - მილიონ 105 883-სს, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 300 050-სს. ესაა 2010 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემები, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშშია წარმოდგენილი.

 

http://4.bp.blogspot.com/-XS6VZEU1x_E/TzO0OiMkiII/AAAAAAAAGLU/htnLTXr1wPk/s200/mosmena.jpgკიდევ ერთი საინტერესო მონაცემი - 2010 წლის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე დარიცხულმა შემოსავალმა 5 600 241 12 ლარი შეადგენა.

 

ეს და სხვა საინტერესო მონაცემები, თანდართული რეკომენდაციებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, იგივე საიამ სასტუმრო “რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილიც ესწრებოდა.

 

როგორც საიას წარმომადგენლებმა - ეკატერინე ფოფხაძემ და თამარ კორძაიამ განმარტეს, მათი ორგანიზაცია კვლევას სახელწოდებით “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები“ ახორციელებდა “ლევან მიქელაძის ფონდთან“ ერთად, “იუსაიდისა“ და “აირექსის“ მხარდაჭერით.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და უფლებამოსილების ფარგლების შესახებ საიას იურისტმა ნათია კაპანაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, კომისიაში 5 წევრია, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი 6-6 წლით ნიშნავს, მათი გათავისუფლებაც მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია; კომისიის წევრებს იმუნიტეტი იცავთ - მათი დაკავება, ან დაპატიმრება, აგრეთვე გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი; გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, კომისიის დაკავებული, ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

 

პლუს ამას, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კომისიის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სააკაშვილის ხელმოწერა აღემატება სასამართლოს გადაწყვეტილებას. საია მიიჩნევს, რომ კომისიის ამა თუ იმ წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.

 

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელწმიფო ორგანოებისგან და მოქმედებს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზიის, რადიოსიხშირეების და სატელეფონო კომუნიკაციების რეგულირება შედის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში“, - ნათქვამია საიას მიერ წარმოდგენილ კვლევაში.

 

საინტერესო ისაა, რომ ამავე კვლევის მიხედვით, 2010 წლის მანძილზე კომისიასთან არსებულ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 108 განცხადება შევიდა, მაშინ, როცა მაგალითად, საიასთან არსებული “ქართული მედიის სამართებრივი დაცვის ცენტრში“ ბოლო ერთი წლის მანძილზე 117 დოკუმენტი მომზადდა და ამავე ორგანიზაციის მიერ 1136 კონსულტაცია გაიცა.

 

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შესული განცხადებების სიმცირე მომხმარებელთა არაინფორმირებულობაზე მეტყველებს - ადამიანებმა არ იციან, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

 

როგორც “რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე გაირკვა, საიას მიერ წერილობით წარმოდგენილ რეკომენდაციებს დეტალურად და ყურადღებით გაცნობია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი. მისი შენიშვნების მცირე ნაწილი საიამ გაიზიარა.

 

“დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს. მზად ვართ ჩვენი რეკომენდაციები თქვენს შენიშვნებთან შეჯერდეს, რის შემდეგაც რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას პარლამენტს წარვუდგენთ“, - განაცხადეს ორსაათიანი ღონისძიების დასასრულს საიას წარმომადგენლებმა.

 

"ობიექტივი"

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

 

2907431438646605030-6705985196857132949?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...