planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/chxartishvili-vano.jpgთბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. ინა გუდავაძის მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: „ახლახან ქართულ მედიაში ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ქ-ნ ინა გუდავაძის განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვანო ჩხარტიშვილის მიმართ მნიშვნელოვანი პრეტენზიები არსებობს და ამ პრეტენზიებმა საქართველოსა და დასავლეთის სასამართლოებისადმი მიმართულ სარჩელებში სათანადო ასახვა ჰპოვა. <span style="font-size: 10pt;" />აღნიშნულთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ იგი ორი წელია, არ წარმდგარა ქართული საზოგადოების წინაშე და არც იმ მიზეზებზე ულაპარაკია, რის გამოც იძულებული გახდა, საქართველო ოჯახთან ერთად დაეტოვებინა. ყველა ამ და სხვა კითხვას მისგან მალე გაეცემა პასუხი. რაც შეეხება განცხადებას, მისთვის ადამიანურად მძიმეა, ედაოს იმ კაცის მეუღლეს, რომელთანაც მეგობრობისა და საქმიანი პარტნიორობის მრავალი წელი აკავშირებდა. გარედან მაყურებლისთვის ეს საქმე შეიძლება, ქონების გამო მორიგი ბანალური დავა იყოს. „ჩემთვის იგი, უპირველესად, ღირსების საქმეა, რადგანაც ეჭვქვეშ დგება ჩემი რეპუტაცია და ის პრინციპები, რითაც დღემდე მიცხოვრია და რაც მე და ბადრის გვაკავშირებდა“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts