planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/nato-georgia.jpgთბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. „ნატოში საქართველოს გაწევრების პერსპექტივები, რომლებიც 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ თითქოს აღარ არსებობდა, როგორც ჩანს, გამოსწორდა. ნატომ ამ ბოლო დროს შეცვალა საქართველოსთან დაკავშირებული რიტორიკა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად პირველად უწოდა მას „კანდიდატი“. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ განახორციელა „მნიშვნელოვანი პროგრესი“, რაც უნდა აღიარონ ჩიკაგოში, ნატოს მაისის სამიტზე“, – ასე იწყება „EurasiaNet“-ის პუბლიკაცია, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებს უკავშირდება. <span style="font-size: 10pt;" />„EurasiaNet“-ის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია განმარტავს, რომ რეალურად საქართველოს ნატოში გაწევრების შანსი არ აქვს: პრეზიდენტმა ობამამ ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრების აღსაწერად წარმოთქვა სიტყვა „საბოლოოდ“, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეთრი სახლი ისევ ისეთივე სიმტკიცით დაუჭერს მხარს საქართველოს გაწევრებას, როგორც ამას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აკეთებდა 2008 წლის ომამდე, პოზიცია დიდი ევროპული ქვეყნებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს შეყვანას ნატოში, მაინც პრობლემად რჩება. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts