planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” დავით ბაქრაძეს მიმართავს. "ბატონო დავით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ჟურნალისტებისთვის დადგენილი ქცევის წესები იძლევა პარლამენტის საქმიანობის ეფექტურად გაშუქების საშუალებას და არ აფერხებს პარლამენტის მუშაობას. კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტებისათვის ვიდეოკამერებით მუშაობის შეზღუდვის თაობაზე. მსგავსი ინიციატივა საქართველოს მთვარობისა და სასამართლო ხელისუფლების შემთხვევაში, ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვით დასრულდა. კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის, გამჭვირვალობის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით და შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ობიექტური ინფორმაცია მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ. კოალიცია მოგმართავთ თხოვნით, შეგვხვდეთ აღნიშნული საკითხის განსახილველად,"-ნათქვამია კოალიციის მიმართვაში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts