planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 /get_img?ImageId=2984 აზიზიეს მეჩეთი ძველ ბათუმში საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება და შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით ხორციელდება. ასე აფასებს საპატრიარქო საქართველოს და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის ზეპირ შეთანხმებას, რომელიც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას, ახალციხეში კი ახმედის მეჩეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, თურქეთის ტერიტორიაზე იშხანისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ. საპატრიარქოში აცხადაებენ, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორი წლის მანძილზე წარმოებდა ისე, რომ საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. "კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა. საქართველოს საპატრიარქო საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას ასეთ პირობას უყენებს: "ვითხოვთ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა." /get_img?ImageId=6173 ახალციხის მეჩეთი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოს ამ პირობას. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გასცემენ პასუხს. შეგახსენებთ, რომ სწორედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას თურქეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი ორ ქვეყანას შორის ზეპირი შეთანხმების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, იშხანისა და ოშკის, რესტავრაციის სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. უფრო დეტალური ინფორმაცია მხარეებს ჯერ არ გაუვრცელებიათ, რადგან ამ დრომდე არ არ გაფორმებულა აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური ხელშეკრულება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts