Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეორე ყოველწლიური შეხვედრა ბათუმში იმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/201001135326-300x250.jpgსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის საარჩევნო ადმინისტრაციების  წამომადგენლებს ბათუმში მასპინძლობს.

 

ღონისძიებას ცესკო  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით მართავს.

 

შეხვედრის მთავარი მიზანია სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესების და გამოცდილებების გაზიარება, რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება,  მჭიდრო  სისტემატური კავშირის დამყარება ადმინისტრაციებს  შორის.   შეხვედრაზე ასევე განიხილავენ როგორც უკვე ჩატარებულ ისე უახლოეს მომავალში დაგეგმილ არჩევნებს და წარმატებულ გამოცდილებებს.

 

კონფერენციას, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ლიტვის, მოლდოვას, მექსიკის, სლოვენიის, უკრაინის და  უზბეკეთის საარჩევნო ადმინისტრაციების  წარმომადგენლები ესწრებიან.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO) და საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საქართველოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია.

 

ამგვარი შეხვედრა საქრთველოში უკვე მეორედ ტარდება და ყოველწლიური ხასიათი ექნება. გასულ წელს ორდღიანი შეხვედრა ქალაქ სიღნაღში გაიმართა, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის ოქმი შეიმუშავეს და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მეთოდების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...