planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vashadze321.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელეფთერიოს პროიოსთან.შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და მათი განვითარების პერსპექტივები.მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საბერძნეთის მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის. ელეფთერიოს პროიოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.გრიგოლ ვაშაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts