planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vashadze3331.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის და უსურვა წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში. საუბრის ბოლოს, ელჩმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts