Jump to content
Planeta.Ge

ერორი- უამინდობის მიუხედავად, გზებზე შეზღუდვები მოხსნილია


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59942.jpgრიკოთის უღელტეხილზე ცოტა ხნის წინ შეზღუდვები მოიხსნა. მთელი ღამის განმავლობაში აქ აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება, რის გამოც ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ტრაილერი ელოდა გზის გახსნას. მანქანებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ეტაპობრივად ატარებენ.

 

დიდთოვლობის გამო, პრობლემებია კახეთში. ამ დრომდე გაძნელებულია გურჯაანისა და ახმეტის რაიონის რამდენიმე მაღალმთიან სოფელთან მიმოსვლა. აქ მოძრაობას მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები ახერხებენ. კახეთის მაღალმთიანეთში ნალექის სიმაღლე 80 სანტიმეტრს აჭარბებს.

გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული. რეგიონული განვითარების სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის ჯგუფები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაოებს..

 

თბილისში ისევ თოვს. დედაქალაქის მერიაში უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც თბილისელებს უამინდობის გამო მიღებული ტრავმების შესახებ ინფორმაციის დატოვება შეუძლიათ.

 

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, დაუზღვეველი მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერი თავისი ფონდიდან დააფინანსებს.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...