planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59944.jpgოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ალა ჯიოევას ინაუგურაციის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. საოკუპაციო რეჟიმის ძალოვანმა უწყებებმა პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში ამ დრომდე არ უშვებენ რამდენიმე რუს ჟურნალისტს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ თავისი ინაუგურაცია ცხინვალში ხვალისთვის დაგეგმა. პარალელურად გარცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია, რუსული ენა იცოდეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts