planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59947.jpgსაქართველოს საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია – პროცესი ელექტრონულად, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის მეშვეობით მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ტესტირება კი აპრილში ჩატარდება. `მე, როგორც მინისტრი, არ წარვუდგენ სამეურვეო საბჭოს არც ერთ დირექტორს, რომელსაც არ ექნება სერტიფიკატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რადგანაც დირექტორი არის პასუხისმგებელი სკოლის მართვაზე, ამიტომ დირექტორი უნდა იყოს კვალიფიციური. ზუსტად ამისთვის ჩვენ გვჭირდება სასერტიფიკაციო პროცესი,`- განაცხადა დღეს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts