planetanews Posted February 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59945.jpgქართველი მეზღვაურები თურქი გემთმფლობელის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. უკრაიანის ქალაქ ოდესაში გემ `ფილიპა სიზე` შვიდი ქართველი მეზღვაური 24 დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. აქამდე ხომალდის თურქი მფლობელები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ კონსულისა და მისი თანმხლები პირების გემზე აშვებაზე, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მათი დათანხმება მოხერხდა. დატყვევებული მეზღვაურები გემის მფლობელს კაიუტაში ჰყავდა ჩაკეტილი, მათ ფიზიკურად მუშაობას აიძულებდა და გემიდან ჩასვლის საშუალებას არ აძლევდა. ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა ოჯახთან დაკავშირება შეძლო, მათ კი ამის შესახებ საზღვაო ადმინისტრაციას შეატყობინეს. ცნობილია, რომ იანვარში სტამბოლიდან წამოსული პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი მწყობრიდან გამოვიდა და ის ამ დრომდე ოდესაში იყო გაჩერებული. გემზე 21, მათ შორის 7 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩარევით, ამ დროისათვის ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან გათავისუფლებულები არიან. ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. არსებობს ინფორმაცია, რომ გემი ნარკოტიკული ნივთიერებით იყო დატვირთული, რომლის გადატანასაც თურქი გემთმფლობელები სხვა ქვეყანაში ცდილობდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts