Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რუსეთში სკოლებს პუტინის შესახებ წიგნის შეძენას ავალებენ


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6274

 

რუსეთში, ტვერსკის ოლქში სკოლებს ავალებენ შეიძინონ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის - ვლადიმერ პუტინის შესახებ მომზადებული წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისთვის. ამის შესახებ რუსული ინტერნეტ გამოცემა "Коммерсантъ-Online" წერს.

 

როგორც გამოცემა წერს, მის ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ტვერსკის ოლქის სკოლის დირექტორებს სთავაზობენ შეიძინონ წიგნის - ”ვლადიმერ პუტინი. მშობლები. მეგობრები. მასწავლებლები” -განსაზღვრული ეგზემპლარები. დოკუმენტის მიხედვით, ზოგიერთ სკოლას 120, ზოგს კი 10 ეგზემპლარის შეძენას ავალებენ. თითოეული ეგზემპლარის ფასად 88 რუბლია მითითებული, თუმცა, აღნიშნული წიგნის ფასი 214 რუბლია.

 

რუსეთის განათლების სამინისტროში ”კომერსანტს” დაუდასტურეს მოპოვებული დოკუმენტის რეალურობა, თუმცა, დასძინეს, რომ ამ დოკუმენტს მხოლოდ შეთავაზების ხასიათი აქვს და არავის არ ავალდებულებენ პუტინის შესახებ მომზადებული წიგნის ყიდვას. ”კომერსანტი” წერს, რომ ტვერსკის ოლქის რამდენიმე სკოლის დირექტორმა ანონიმურობის დაცვის პირობით გაამხილა, რომ აღნიშნულ შეთავაზებას იძულების ხასიათი ჰქონდა და მასზე უარის თქმა არ შეიძლებოდა.

 

წიგნი ”ვლადიმერ პუტინი. მშობლები. მეგობრები. მასწავლებლები” დაწერა ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მასწავლებელმა ვერა გურევიჩმა და მასში აღწერილია რუსეთის პრემიერ-მინისტრის სკოლაში გატარებული წლები.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...