Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - “ახალმა მემარჯვენეებმა” გასულ წელს 230’422 ლარი დახარჯეს


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6273

 

 

 

გასულ წელს, "ახლი მემარჯვენეების" შემოსავალი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, 230’ 422 ლარი იყო, საიდანაც 11 ფიზიკური პირისგან შემოწირულობებმა ჯამში 48’288 ლარი შეადგინა, იურიდიული პირებისგან კი "ახლებს" შემოწირულობები არ მიუღიათ.

 

აუდიტორული შემოწმების შედეგად დგინდება, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" კომერციულ საქმიანობას არ ეწევა. მის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ხოლო მისი დაფინანსება ძირითადად ხდება სახელმწიფო დაფინანსების, საწევრო შენატანებისა და შემოწირულობების ხარჯზე.

 

აუდიტორულ დასკვნაში საანგარიშგებო პერიოდად მითითებულია 2011 წლის 1–ლი იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე არსებული პერიოდი.

 

აუდიტორულ დასკვნას ხელს 27 იანვარს, გ. ჩადუნელი აწერს, აუდიტი კი შპს "ფინანსური მართვის ჯგუფის" მიერ არის ჩატარებული.

 

რამდენიმე პარტიის ფინანსური დეკლარაციები კონტროლის პალატამ ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოაქვეყნა. პოლიტიკურ გაერთიანებებს დეკლარაციების წარდგენის ვადა პირველ თებერვალს ამოეწურათ. ანგარიშები 2011 წელს მოიცავს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...