Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საპასუხოდ საქართველოს ეკლესია ნაბიჯს დგამს


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი

23:20 08.02.2012

მეუფე დიმიტრი 4 მარტს საზეიმო წირვას აღავლენს ბათუმის თეატრის უკან არსებულ მოედანზე - იქ, სადაც 1921 წლის მარტში მტერთან ბრძოლისას დაცემული, გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავებია და ეს იქნება პასუხი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვაზე, ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განაცხადა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს წევრია.

 

http://4.bp.blogspot.com/-NOE-x0C9aFY/TzLK4nMBbBI/AAAAAAAAGLI/Z_v9ustN-5E/s200/2f1fdbf1-c1e1-42e6-a.jpg

რა გეგმები აქვს “ემსახურე საქართველოს“ ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთი აშენდება, ხოლო სანაცვლოდ თურქეთის საქართველოში ორ ქართულ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდება?

 

ავთანდილ ბერიძე: თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გარეშეც შესაძლებელი იყო და არის, მაგრამ ამ გზას საქართველოს ხელისუფლება დღემდე გვერდს უვლის.

 

რაც შეეხება მეჩეთს - თუ ჩვენს თანამემამულე მუსულმან ძმებს მეჩეთის აშენება უნდათ (და ვიცით რომ უნდათ), მათ ეს უნდა გააკეთონ საქართველოში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ისე, როგორც ამას აკეთებს მართლმადიდებელი მრევლი, მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა ქართველი მუსლიმების მოთხოვნაზე, არამედ ბათუმში უცხო ქვეყნის შეკვეთით მეჩეთის აშენებაზე.

 

ეს საკითხი, როგორც “ემსახურე საქართველოსთვის“, ისე ბათუმელებისთვის (და არა მარტო მათთვის) გადაწყვეტილია; “ხმის უმრავლესობით“, ძალიან დიდი უპირატესობით ვიგებთ - ბათუმში უცხო ქვეყნის შეკვეთით სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთი არ იქნება, ბათუმელები ამას არ დავუშვებთ!

 

რას ნიშნავს არ იქნება - რას იზამთ აჭარის მთავრობამ კონკრეტული ადგილი, რომ გამოყოს და მშენებლობა დაიწყოს?

-სხვათა შორის, ამ საკიხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების და მათ შორის, აჭარის მთავრობის წევრების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ლეგიტიმური, კანონიერი მეთოდებით - ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკლესიის გვერდის ავლით უფლება არა აქვს ხელშეკრულება (რომელსაც ახლა რატომღაც მემორანდუმი დაარქვეს) გააფორმოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

 

2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს კონსტიტუციის თანაბარი დოკუმენტია, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ “სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის“!

 

ასე რომ თუ მართლაც ოშკისა და იშხანის გადარჩენისთვის ზრუნავენ, კეთილი ინებონ და მათი გადარჩენის გზები და საშუალებები ეკლესიასთან შეათანხმონ.

 

თქვენთვის ცნობილია თუ არა მეუფე დიმიტრის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

-მეუფის პოზიცია ცნობილია და არა მარტო ჩემთვის - 8 თებერვალს ბათუმში წმიდა დავით მეფის სახელობის ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიების მმართველმა მეუფე დიმიტრიმ პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც ესწრებოდა მრევლი და 15-მდე სასულიერო პირი, მათ შორის სტუმრები სხვადასხვა ეპარქიებიდან.

 

მეუფე დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლობის ზეიმზე, რომელიც იმართება დიდმარხვის პირველი მძიმე კვირის კვირა დღეს, ანუ ეს არის 4 მარტი (ერში ამას წადილობას, კორკოტობას ეძახიან), ბათუმში, ღია ცის ქვეშ საზეიმო წირვა აღევლინება ბათუმისათვის, სამშობლოსათვის თავდადებული და სამშობლოსათვის დაღუპული მეომრების საფლავზე (თეატრის უკანა მოედანზე); იქ გადასატანი ტრაპეზი დაიდგმება (შესაბამისი ფიცარნაგი მოეწყობა).

 

რადგან წირვას მეუფე დიმიტრი აღავლენს, ეს სამეუფეო წირვაა და შესაბამისად, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ეპარქიის სამღვდელობა - უკლებლივ ყველა ტაძრის მოძღვარი და მრევლი. ის, რასაც ახლა გეუბნებით, უტყუარი ინფორმაციაა.

 

ამასთან, პირადად მე ვვარაუდობ, რომ 4 მარტს თანამწირველი იქნება სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, თავისი სამღვდელობითა და მრევლით. ამგვარ ღონისძიებებზე მეუფე დიმიტრის თანამწირველებად უდგებიან ხოლმე მეზობელი, მეგობარი ეპარქიების მმართველები და სამღვდელოება. ვგულისხმობ შემოქმედელ ეპისკოპოსს, იოსებს და ფოთელ ეპისკოპოსს, გრიგოლს. ისინი მღვდელმთავრებად ერთ პერიოდში აკურთხეს და ადამიანური დამოკიდებულებიდან, რომ გამოვიდეთ, მეგობრობენ კიდეც. პლუს ამას, არ გამოვრიცხავ, რომ ბათუმში მისი უწმინდესობა ჩამობრძანდეს და საზეიმო წირვას წარუძღვეს.

 

ეკლესია ვერც თოფს აიღებს ხელში და ვერც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს ვინმეს. ეკლესიის პასუხი არის სიტყვა, ლოცვა, წირვა და ადამიანთა ცხონების გზაზე დაყენება, რასაც ჩვენი ეკლესია წარმატებით აკეთებს.

 

ქადაგების დროს მეუფე დიმიტრიმ იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რის წინაშეც დგას მართმადიდებლური სამყარო, ზოგადად საქართველო და ჩვენი კუთხე (სწორედ ასე აღნიშნა - “ჩვენი კუთხე“) და ბოლოს დასძინა, რომ ამ ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენების ფონზე ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო (საზეიმო წირვის აღვლენაზე ისაუბრა). დანარჩენი ახლა “ყურნი გასხიათ და ისმინეთო“, - მაცხოვრის სიტყვებია.

 

"ობიექტივი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-4559044191220782631?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...