planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” თავჯდომარის მიხეილ დევდარიანის განცხადებით, სრულიად გაურკვევლია, თუ რა სახის დოკუმენტაციას ითხოვს კონტროლის პალატა, რადგანაც ჯერ ოფიციალური წერილი მას არ მიუღია. “ჩვენ ჯერ კონტროლის პალატიდან წერილი არ მიგვიღია. რას გვთხოვენ, ზუსტად არ ვიცით, რა პერიოდს ეხება, რა სახის დოკუმენტაციაზეა საუბარი. ოფიციალური წერილი ჩვენამდე არ მოსულა. რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშებს, ამ მხრივ ჩვენს ორგანიზაციაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. რამდენიმე საათია საკმარისი, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარვუდგინოთ ინფორმაცია, თუ რამდენი იყო ჩვენი დაფინანსება. ჩვენი დამფინანსებლები საკმაოდ ავტორიტარული ორგანიზაციები არიან: “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI), “აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო” (USAID), “ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის” და კიდევ სხვა ორგანიზაციები. ამათთან ყოველთვის გვიწევს ანგარიშების წარდგენა, ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, ანუ, მაგ მხრივ, არანაირი დასამალი არ გვაქვს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დევდარიანმა. მისივე თქმით, სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმება საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის განცხადებაში: “ორგანიზაციის ასოცირებული წევრები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას”. ხოლო კითხვაზე, მოღვაწეობს, თუ არა ორგანიზაცია ექსკლუზიურად რომელიმე პარტიისთვის, ამას თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს. “რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკურ საქმიანობას, ჩვენი ერთ–ერთი დამფინანსებელი არის “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი”, რომლის ერთ–ერთი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება. “IRI” არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის გასაძლიერებლად, ეს არის ზოგადად პოლიტიკური ფონის გასაძლიერებლად და ამისკენ არის მისი დაფინანსებაც მიმართული. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა სემინარებს, ფაქტობრივად, საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ანუ ამ სემინარებში მონაწილეობს 10–ზე მეტი პოლიტიკური პარტია. ექსკლუზიურად არ ვმოღვაწეობთ რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის. მე პირადად ვუტარებ სემინარებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. არ მახსენდება პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც მე სემინარი არ მქონდეს ჩატარებული,” – აღნიშნავს დევდარიანი. მისივე თქმით, ორგანიზაციას აქვს ასევე პროექტი, როგორიცაა “ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა”, რომელშიც პარიტეტული პრინციპით აბსოლუტურად წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავს იმ რეგიონში თავისი წარმომადგენლობა. შეგახსენებთ, დღეს, 8 თებერვალს, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”–ს ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით, დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია კონტროლის პალატის შენობასთან რამდენიმე წუთში დაიწყება. აქციის მონაწილეების გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო სექტორის "სრულიად დაუსაბუთებლად კონტროლის დაწყებას". ”ახალი თაობა - ახალი ინიციტივა” არის პირველი, ვინ იქნება შემდეგი, არავინ იცის", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts