Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - აქცია კიკვიძის ბაღში [Video]


Recommended Posts

დღეს კიკვიძის ბაღში “ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა”, "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფთან”, პოლიტიკურ პარტიებთან და ნაძალადევის მოსახლეობასთან ერთად, აქცია გამართა.

 

“ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა უკვე დაადასტურა, რომ ბაღის ტერიტორიაზე პოლიციის შენობა შენდება.

 

დღევანდელ აქციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე მოსახლეობა ბაღის გადარჩენის და მისთვის სარეკრეაციო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

 

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აქციები შედეგს არ გამოიღებს, ისინი აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს, სასამართლოში კი წაგება გამორიცხულია, რადგან ტერიტორიაზე პოლიციის მშენებლობა რამდენიმე კანონს და დადგენილებას ერთდროულად ეწინააღმდეგება, მათ შორის:

 

1. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას – ქ.თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ–სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ.

 

2. პარლამენტის დადგენილებას – საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ.

 

3. ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებას – ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერების და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა–პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.

 

4. ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ კანონის მე–13 მუხლს.

 

5. საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლს.

 

6. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას – ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.

 

მომდევნო აქცია შაბათს, 11 თებერვალს, 15:30 საათზეა დაგეგმილი.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...