Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - არასამთავრობოების პროტესტი კონტროლის პალატასთან


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6263

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონტროლის პალატის განცხადება გააპროტეტეს, რომლის თანახმად კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”–ს ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა.

 

აქციაზე შეკრებილ არასამთავრობოებს (”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “კოალიცია სამართლიანი არჩევნებისთვის”) ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები, წარწერებით: ”ნუ დევნით არასამთავრობო სექტორს!” ”ნუ კლავთ სამოქალაქო აქტივობას!” ”ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ ვართ!”

 

მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხება და შემდგომ მათ ლიკვიდაციას გამოიწვევს.   

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს:  

 

“მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია იმ ბუნდოვანი კანონისა, რომელიც მიღებულ იქნა დეკემბრის ბოლოს პარლამენტის მიერ. გამართლდა ჩვენი შიშებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონის ბუნდოვანი მუხლებით შესაძლებელი იქნებოდა სამოქალაქო სექტორისთვის შეზღუდვების დაწესება. ჩვენთვის მიუღებელია კონტროლის პალატის ეს პოზიცია, რომელიც აუკრძალავს სამოქალაქო სექტორს საქმიანობას.

 

ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში არის ჩართული, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებში, შეუძლებელია მსგავსი ბრალდება იყოს ამ ორგანიზაციის მისამართით”.

 

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა– ახალი ინიციატივა” მიჩნეულია პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციად და მასზე გავრცელდება იგივე რეგულაციები და შეზღუდვები, რაც არსებობს პოლიტიკური პარტიებისთვის.

 

"ეს არის კანონის ბუნდოვანი განმარტება და ასეთი გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხება. ჩვენ არათუ ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას, არამედ მის უკანონოდ ცნობას ვითხოვთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ამან არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია გამოიწვიოს, რადგან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მიღებული კანონის თანახმად, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას ისეთივე შეზღუდვები დაუწესდება, როგორც პარტიას აქვს. კერძოდ, წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს, აეკრძალებათ კრედიტის/სესხის აღება ბანკისგან. შესაბამისად, ის ვეღარ მიიღებს დონორებისგან ფინანსურ დახმარებას და ორგანიზაცია შეწყვეტს არსებობას.

 

რაც შეეხება ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივას”, ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანი სრულიად გაუგებარს უწოდებს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის განცხადებას: “ორგანიზაციის ასოცირებული წევრები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას”. ხოლო კითხვაზე, მოღვაწეობს, თუ არა ორგანიზაცია ექსკლუზიურად რომელიმე პარტიისთვის, ამას თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს.  

 

“რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკურ საქმიანობას, ჩვენი ერთ–ერთი დამფინანსებელი არის “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი”, რომლის ერთ–ერთი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება. “IRI” არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის გასაძლიერებლად, ეს არის ზოგადად პოლიტიკური ფონის გასაძლიერებლად და ამისკენ არის მისი დაფინანსებაც მიმართული. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა სემინარებს, ფაქტობრივად, საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ანუ ამ სემინარებში მონაწილეობს 10–ზე მეტი პოლიტიკური პარტია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დევდარიანმა.

 

საია–ს თავჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არასამთავრობოები აპირებენ აღნიშნული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, ხოლო პარლამენტს აღნიშნული კანონის შესაცვლელად არასამთავრობოები საკუთარ ვარიანტს უახლოეს პერიოდში გადაუგზავნიან.  

 

შეგახსენებთ, დღეს, 8 თებერვალს,  კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”–ს ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა.

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით, დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ.

 

/get_img?ImageId=6264

 

 

 

ამავე თემაზე

 

კანონი, რომლითაც შესაძლოა ამომრჩეველი დააპატიმრონ

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...