planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 ქალთა მოძრაობა „თამარიონის“ 50 - მდე წარმომადგენელს საქართველოს საპარლამენტო ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომის დრო დაუთმო. ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააკრიტიკეს. დაუმორჩილებელი მოსწავლეების სკოლა-პანსიონში გადამისამართება, მოსწავლეთა სტატუსის შეჩერება, 5 წლის ასაკის ბავშვთა სკოლაში მიღება, ფასიანი სკოლამდელი განათლება და ბოლო წლებში განათლების სისტემაში გატარებულ ამ და სხვა რეფორმებზე, ქალთა ორგანიზაცია „თამარიონმა“ რამდენიმე მოხსენება წარმოადგინა. მომხსენებლების თქმით, მაშინ როდესაც ერთი რეფორმის ფარგლებში ბავშვთა სახლები იხურება და საოჯახო ტიპის სახლებში ხდება ბავშვების გადაყვანა, სამტრედიის სკოლა პანსიონი ამ რეფორმას ეწინააღმდგება. ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარინა მაჭავარიანმა დაწყებით კლასებში კომპიუტერის გამოყენების ზეგავლენაზე ისაუბრა. აღნიშნულ თემას „თამარიონის“ სხვა წარმომადგენელი, ბაია ამაშუკელიც გამოეხმაურა. „თამარიონის“ წარმომადგენელთა თქმით, განათლების სისტემაში სხვა ისეთი პრობლემებიცაა, როგორიცაა გადატვირთული კლასები საჯარო სკოლებში, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის სამსახურის გაუქმება სკოლებში, მასწავლებელთა პროფკავშირებში არსებული პრობლემები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეთა განათლების მიღების შეზღუდვა და სამსახურებიდან მასწავლებელთა მასიური დათხოვნა, რაც მათი თქმით, სასწრაფო ქმედით ღონისძიებებს მოითხოვს. „საჭიროა ძლიერი საზოგადოება, რომელიც ზემოქმედების მექანიზმებს შეიმუშავებს. ამ მასალას მივაწვდით პარლამენტის წევრებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. გარდა ამისა, უნდა შევიკრიბოთ და აქტიური ღონისძიებები დავგეგმოთ,"-აცხადებენ მოძრაობაში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts