planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/brand1.gifარასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა–ახალი ინიციატივის ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა დღეს, დაფინანსების წყაროები დაასახელა.მისი თქმით, დამფინანსებლების ვინაობის გამოაშკარავება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.„ჩვენი დამფინანსებლები არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპული დემოკრატიის განვითარების ასოციაცია, ნატოს სათაო ოფისი. საერთაშორისო რესპუბლიკელების ინსტიტუტიდან ვიღებთ 40 ათასს ლარამდე დაფინანებას, ევროპული პარტიანობის დემოკრატიის ორგანიზაციიდან 25 ათასს ლარამდე, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან დაახლოებით 30 ათასს ლარს, ხოლო გასულ წელს ნატოს სათაო ოფისიდან, ოთხიათას ევრომდე დაფინანსება ჩამოირიცხა“,– განაცხადა დევდარიანმა. მისი თქმით, აღნიშნული თანხები სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატა არასამეწარმეო იურიდიულ პირს “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალ ინიციატივას” ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციას სთხოვს.ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია.ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts