planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images31.jpegმშვიდობის ინსტიტუტის სათაო ოფისის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო საუბრისას საზღვრებდაუდგენელი ქვეყნის, რომლის ტერიტორიის 20- % ოკუპირებულია, უმთავრეს მახასიათებლებად 2003 წლის შემდეგ მენტალური რევოლუცია და რეფორმები დაასახელა.საქართველოს მიერ დამსხვრეული მითის – კორუფცია კულტურის ნაწილია, მყარ არგუმენტად კი მსოფლიო ბანკის ციტატა მოიშველია.ამბობენ, მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.განსაკუთრებული ყურადღებით, ალბათ სიტყვის იმ ნაწილს, რომელშიც კავკასიური დემოკრატიის ლიდერი უმთავრეს ღირებულებებზე – თავისუფლების, დემოკრატიის და ანგარიშვალდებულების ყველაფერ დანარჩენზე უფრო მეტი მნიშვნელოვნების შესახებ. მისივე თქმით, ეს ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური განსხვავებები, ცრუ სტაბილურობა და გეოგრაფიული საზღვრები.საქართველოს პრეზიდენტმა არაბული ქვეყნების რევოლუციები გაიხსენა, რომელმაც დღეს რუსეთში გადაინაცვლა. ”ტუნისელმა მუჰამედ ბუაზიზიმ საკუთარი თავი გაინადგურა უსამართლობისა და საზოგადოებაში უიმედობის მიმართ პროტესტის გამოსახატად. 13 თვის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებით ვხედავთ, თუ როგორ შეცვალა ამ იზოლირებულმა სასოწარკვეთილების აქტმა ისტორიული კურსი და ჩვენს მიერ მსოფლიოს აღქმა. — აღნიშნა სააკაშვილმა.ამბობენ, საქართველოს პრეზიდენტს კარგი განათლება აქვს, არც მეხსიერების პრობლემას შეუწუხებია, – ახალგაზრდაა, ენერგიული, ჰიპერაქტიური, თანაც – ლოკალური თუ საერთაშორისო მოვლენებისა და ფაქტების, ანუ რეალობის მიმართ – ყველაზე, ყველაზე მეტად ადეკვატური. მართალია, არაბული ქვეყნების რევოლუციებამდე დიდი ხნით ადრე, ვარდების რევოლუცია მოხდა, მაგრამ გასული წლის ”არაბული ” პროცესების დინამიკა აუცილებლად უნდა შევახსენოთ. სხვათა შორის, არა მხოლოდ მას – ქართულ საზოგადოებას. საპროტესტო ტალრა მოედო სუდანსა და ეგვიპტეს:17 იანვარს დაწყებულმა აქციებმა სუდანში, აიძულა ბაშირი მეორე ვადით არჩევაზე ეთქვა უარი, ხოლო 25 იანვარს დაწყებულმა აჯანყებამ ეგვიპტეში , სადაც დემოსნტრანტები მოითხოვდნენ სამხედრო მმართველობის მიერ დაპირებული დემოკრრატიული ნაბიჯების გადადგმას და სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლას, 11 თებერვალს მუბარაქი დაამხო. 3 თებერვალს დაიწყო გამოსვლები იემენში სახელმწიფოს მეთაურის , ალი აბდულა სალეჰის საწინააღმდეგოდ.ლიბიის მოვლენებიც ქუჩის საპროტესტო აქციებით დაიწყო15 თებერვალს. 23 აგვისტოს აჯანყებულებმა დაამხეს კადაფის რეჟიმი, თავად დიქტატორი კი 20 ოქტომბერს სასტიკად აწამეს და მოკლეს.”ვუნათებ რა სხვებს, თვით ვიწვი” – ეს ლათინურ ანდაზა პირდაპირი მნიშვნელობით განახორციელა ტუნისელმა მამაკაცმა. თუმცა ტუნისის ამ ფატალურ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე, 2010 წლის 27 ოქტომბერს ქართველმა ქალბატონმა, სოხუმიდან დევნილმა ნანა ფიფიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თავი დაიწვა. რატომ? - ფიფია საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსს შეხვდა. გრიგოლ ტუღუშმა მას საცხოვრებელი ფართი, ფოცხო-ეწერში შესთავაზა. ქალბატონმა უარი განაცხადა ფოცხო-ეწერში საცხოვრებლად წასვლაზე, რადგან იქ ბალახის მეტი – არაფერი იყო. სამინისტროს მაღალჩინოსანმა კი უპასუხა: “ჰოდა, შენც ბალახი ძოვეო”. ნანა ფიფიამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, შეხვედრიდან გამოსულმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა . ქალბატონი დამწვრობის ცენტრში მესამე ხარისხის დამწვრობით მოათავსეს. დამწვრობის ცენტრში 22 დღიანმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და 18 ნოემბერს გარდაიცვალა.ნანა ფიფიას ტრაგედიამ მშვიდად ჩაიარა…. ნიუსად. ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის უმრავლესობისათვის. რასაკვირველია, ხელისუფლებისთვისაც. ხელისუფლება ხომ ქართული საზოგადოების ნაწილია?!მოგვიანებით საზოგადოებისათვის, ქართული საზოგადოებისათვის, უკიდურესად აღმაშფოთებელი იყო 52 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის ფრაზა – ”ბენზინი ხომ იშოვა თავი რომ დაეწვა”. ქალბატონმა გაბიანმა “რადიოაქტიურ საათში” გამოთქმული ამ ფრაზისთვის ბოდიში მოიხადა.ამბობენ, რომ არასრული სტატისტიკური მონაცემები, დევნილები სამინისტროდან შემწეობის სახით თვეში 22-დან 28 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი თვეში – 70 ლარს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები, ოჯახები, თუ სოციალური დახმარების პროგრამაში მოხვდნენ - 78 ლარს იღებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 40 ათასამდე პატიმარია, 300 ათასი პრობაციონერი, – არაფერს, აბსოლუტურად არაფერს, ეუბნება არც თავად ამ კლასიფიცირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს, არც დანარჩენ საზოგადოებას.და რადგან სააკაშვილის ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მას აქვს უფლება, რომ განაცხადოს – რუსეთის მთავრობა ჰოსნი მუბარაქისა და მუამარ კადაფის დამხობილი რეჟიმების გზას ადგას და თავად ქმნის იმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს. საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პოლიტიკური რეალობისა და მომავლის პროგნოზირებასაც ცდილობს და მესამე ვადით პრეზიდენტობის მსურველ მეზობელს ურჩევს – Vox populi, vox dei. ი-ნეტ გამოცემა The Cable ის კითვაზე, თუ რამდენად მოეწონა ენდი გარსიას მიერ შესრულებული მისი გმირი ფილმში „აგვისტოს ხუთი დღე“, კი ამაყად პასუხობს -. „ფილმის მხოლოდ ნაწილი მაქვს ნანახი, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩემი ინგლისური მის ინგლისურზე ოდნავ უკეთესია და ეს ძალიან დამაიმედებელია“.ამბობენ, ჩვენ, მომთმენი, თუმცა მუდმივად შეშფოთებულ მდგომარეობაში მყოფი, ”ტრანსფორმირებადი” ქართული საზოგადოება ვართ და გვჯერა, რომ – Amat victoria curat. (გამარჯვებას მომზადება უყვარს) და კვლავაც დიდი ინტერესით და ემოციით ვუყურებთ ხოლმე ტარკოვსკის ”ნოსტალგიას”, განსაკუთრებით ნეტარი დომენიკოს მსხვერპლშეწირვის სცენას… ნინო ფირცხალავა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts