planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 9 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინში’ ევროკავშირის ‘ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტის’ პრეზენტაცია გაიმართება. 9 თებერვალს, 13:00 საათზე, სოფელ კოდაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებებისა და სოციალ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა’ ფარგლებში ხელსაქმის სტუდია გაიხსნება.ტელ: 577 29 39 79 9 თებერვალს, 14:00 საათზე, სანაპიროზე, კორტებთან, ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოჯახის წევრების აქცია გაიმართება. 9 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბრიფინგის დარბაზში პრეზენტაცია ჩატარდება.თემა: ‘ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისთვის’. 9 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმროში ‘თბილისი მარიოტში’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ფოთის საზღვაო პორტის კორპორაცია, საქართველოს რკინიგზა, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, საქართველოს ტვირთის გადამზიდავთა ასოციაცია, ‘მაერსკ საქართველო’, ‘რეილვეი ტრანსკონკტეინერი – საქართველო’ და ‘ემ-ეს-სი ჯორჯია’ ხელს მოაწერენ მემორანდუმს ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბების შესახებ. 9 თებერვალს, 19.00 საათზე, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ ‘ფსიქოზი 4.48′ პრემიერა გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts