planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59933.jpgუამინდობის მიზეზით დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში 6 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება – აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და, ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, დენის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება. სხვა მხრივ, ენერგომომარაგების თვალსაზრისით ქვეყანაში პრობლემები არ შექმნილა. `არის გარკვეული დაზიანებები, დღესდღეობით 12 საათის მდგომარეობით გათიშულია სულ 6317 აბონენტი, რაც 0,7 პროცენტს შეადგენს და შესაბამისად, ამ აბონენტებს რამდენიმე საათში ჩართავენ. იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო გაუარესდა კლიმატური პირობები, ენერგეტიკული სექტორი გააკეთებს მაქსიმუმს, რათა მოსახლეობას არ შეეხოს რაიმე სახის შეზღუდვა და ნებისმიერი ავარია დროულად აღმოიფხვრას,`- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts