planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59934.jpgოჯახური პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში – დღეს `ქართული ოცნების` ლიდერმა პირადად წარადგინა ახალი პრესსპიკერი, რომელიც ირაკლი ალასანიას მეუღლის და, მაია ფანჯიკიძე იქნება. ივანიშვილმა თავის კოალიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს გუგული მაღრაძე და სალომე ზურაბიშვილი შეუერთდებიან. ის ასევე მოლაპარაკებებს მართავს გია ჟორჟოლიანის სოციალ-დემორკრატებთან და გია გაჩეჩილაძის `მწვანეთა პარტიასთან`. `ხვალ ან ზეგ მე მექნება შეხვედრა ქალბატონ გუგული მაღრაძესთან. მასთან პრინციპულად შეთანხმება მიღწეულია, მე მას ვთავაზობ მთლიანად გაერთიანებას ჩემს მომავალ პარტიაში. ასეთივე მოლაპარაკებები გვაქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გარკვეულია, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა ქალბატონი სალომე. შეგახსენებთ, რომ მე მივიღე წერილი სოციალ-დემოკრატების ლიდერის გია ჟორჟოლიანისგან, რომელიც გვთავაზობს თანამშრომლობას მაჟორიტარებთან დაკავშირებით ცალკეულ რეგიონებში და ჩვენ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით ვიღებთ, ასევე განვიხილავთ მწვანეთა პარტიას,`- განაცხადა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts