planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59936.jpgეროვნულ-დემოკრატები წინასაარჩევნოდ, ე.წ. მესამე ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ. პარტიის წევრები ემიჯნებიან, როგორც მმართველ ძალებს, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შექმნილ კოალიციას. განცხადება ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ საიუბილეო სხდომაზე გააკეთა. პარტიას დღეს 95 წელი შეუსრულდა. `სახიფათო ორი პოლუსი აშკარაა, ერთ მხარეს დგას ხელისუფლება ყველა სფეროში თავისი უზარმაზარი სახელისუფლო ბერკეტებით, მეორე მხარეს კი წარმოდგენილია მილიარდებით აღჭურვილი მისივე ერთგვარი ანარეკლი, სადაც პოლიტიკას ვაჭრობად აღიქვამენ და სადაც პოლიტიკური პარტიები მხოლოდ გარეგანი კოსმეტიკისთვის სჭირდებათ. მეორე პოლუსის შემადგენილი ნაწილია ის პოლიტიკური ჯგუფებიც, რომელთა მიზანია მესამე ცენტრად მოგვევლინონ, რეალურად კი ისინი მეხუთე კოლონის მისიას ასრულებენ. ეს არის ცრუ პოლიტკური ალტერნატივა, ძალაუფლების მოპოვების გაცხოველებული სურვილი და ოცნებების ოლიგარქია. ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ გზას, რომელსაც გია ჭანტურია მესამე გზას უწოდებდა. ეს არის რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ჩიხში არასოდეს მოვხვდებით,`- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts