planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 ავტორი თეონა ისაშვილი16:48 08.02.2012დღეს საქართველოში სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმა მოსახლეობის 50% იმყოფება, ეს მაჩვენებელი კი წლიდან–წლამდე იზრდება. ქვეყნის პრეზიდენტის მტკიცებით “საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 17%-მდე შემცირდა”, თუმცა მის მიერ დასახელებული ეს მონაცემები არათუ ექსპერტულ გათვლებს, არამედ ოფოციალურ სტატისტიკასაც არ ემთხვევა. http://1.bp.blogspot.com/-_hk4sq4PUe4/TzJsXRXTo3I/AAAAAAAAGKk/dgpILvXQ130/s200/sigatake.jpgსოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში სულ 1 632 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან, ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს, ანუ საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს. არსებობს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყანაში სიღარიბის დონეს ადგენენ. ერთ-ერთია საარსებო მინიმუმის საშუალო ხელფასთან თანაფარდობა. ასეთ ქვეყნებში ღარიბად ითვლება ის, ვისი საშუალო ხელფასიც საარსებო მინიმუმის ნახევარს ან ნაკლებს შეადგენს. საქართველოში კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დათვლის მეთოდიკაც არასწორია და ის ადამიანები, ვისაც რეალური შემოსავალი არ აქვთ, სახლში კი ნაჩუქარი სატელიტური ანტენა უყენიათ, შეფასების მაღალ მაჩვენებელს იღებს. საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი რომ ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძეც ადასტურებს. მისი თქმით, 2009-10 წლებში, როცა ოფიციალური მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი 21-23%-ის ფარგლებში დაფიქსირდა, მსოფლიო ბანკის კვლევებით რეალური მაჩვენებელი ოფიციალურზე 2-ჯერ მეტი იყო. "იმის გამო, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება. ოფიციალური მონაცემები ერთია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რეალობა კი ისაა, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება", - ამბობს სილაგაძე. 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 150 ათასი ადამიანით შემცირდა. თუმცა, სპეციალისტების გათვლებით, ესეც არარეალურია, რადგან დათვლის მეთოდიკაში ინფლაციის მაჩვენებელი რატომღაც განსაზღვრული არ არის. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არსებულ ინფლაციაში 30-40% სასურსათო კალათაზე მოდის, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე საუბარი არარეალურია. "ინფლაციის პრინციპი ისაა, რომ ამ დროს ღარიბი უფრო ღარიბდება, მდიდარი კი უფრო მდიდრდება. როცა ინფლაცია მაღალია, როგორ შეიძლება ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს", - ამბობენ ექსპერტები.1985 წელს საქართველოს საფინანსო რესურსი, როგორც ლეგალური, ასევე ე.წ. ჩრდილოვანი რესურსი 21 მილიარდ დოლარს შეადგენდა (იმჟამინდელი კურსით), დღეს ეს რაოდენობა ბიუჯეტის და სხვადასხვა დახმარებებით 9 მილიარდ ლარს უტოლდება. ფინანსური რესურსის დაახლოებით 3-ჯერ შემცირება კი მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახა. ამასთან დღეს მშპ-ს ზრდის ფონზე, მოსახლეობის გაღარიბების პროცესი მაინც მიმდინარეობს, რადგან მისი გადანაწილება ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ზომიერად არ ხორციელდება. ასევე ილევა ის დანაზოგი, რაც ხალხს საბჭოთა პერიოდში ჰქონდა დაგროვილი და შედეგად, ვიღებთ ძალიან მძიმე სურათს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts