Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- ივანიშვილი ნატოსა და რუსეთის შესახებ


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/bidzina-nato.jpgთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ერთდროულად ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთთან სწორი ურთიერთობის დამყარება.

 

„ვფიქრობ, ნატო და პროდასავლური კურსი არის ჩვენი ქვეყნის ბედი, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. – ნურცერთ პოლიტიკოსს ნუ ექნება იმის ილუზია, თითქოს ქართველი ხალხი შეეგუება სხვა არჩევანს... საქართველოსთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა ნატოსკენ სწრაფვისა და ერთიან ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისა“.

 

 

 

<span style="font-size: 10pt;" />„თუმცა ისიც კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბედია ის საზღვარიც, რომელიც დიდ სახელმწიფოსთან – რუსეთთან, გვაქვს... დღევანდელი გადმოსახედიდან მკვეთრი განცხადებაა, მაგრამ გეტყვით: მე შესაძლებლად მიმაჩნია ერთდროულად რუსეთთანაც სწორი ურთიერთობის დამყარება და ნატოსკენ სწრაფვაც“, – განაცხადა მან.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...