Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- საია: „მომავალ პარლამენტში ტელეოპერატორებს შეზღუდვები არ უნდა დაუწესდეთ“


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/videokamera2.jpgთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს პარლამენტს, რომ მომდევნო მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, რომელიც ქუთაისში განთავსდება, ჟურნალისტებს ვიდეოკამერებით მუშაობის შეზღუდვა არ დაუწესდეთ

 

ამგვარი შეზღუდვის დაწესებას, სხვა სიახლეებთან ერთად, ითვალისწინებს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თეზისები, რისთვისაც კანონპროექტის ფორმის მიცემაზე პარლამენტში მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.

 

 

 

<span style="font-size: 10pt;" />მისი ერთ-ერთი ავტორის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელ ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის სხდომათა და საკომიტეტო მოსმენების დარბაზებში ტელეკამერები, სავარაუდოდ, არ დაიშვება. მისი თქმით, ყველა დარბაზში სხვადასხვა რაკურსით დამონტაჟებული იქნება 7-8 კამერა, რომელთა მეშვეობითაც ჟურნალისტებს შეეძლებათ სასურველი მასალის გადმოწერა. ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზებში დასწრება ჩვეულებრივად შეეძლებათ, თუმცა ინდივიდუალური კამერების გარეშე – მსგავსი წესი სასამართლოებში 2007 წლიდან მოქმედებს.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...