Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- ივანიშვილი: „მაჟორიტარულ ოლქებში საჭიროა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები“


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/bidznia-neobxadimo.jpgთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. იმისათვის, რომ არ მოხდეს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური ხმების გაყოფა, მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია მზად არის, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე მიაღწიოს შეთანხმებას.

 

თუმცა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე თანამშრომლობა მხოლოდ იმ პარტიებთან იქნება შესაძლებელი, რომლებიც არ ტოვებენ ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობის ეჭვს და რომლებთანაც მთავარ საკითხებზე ხედვები არ იქნება საპირისპირო.

 

 

 

<span style="font-size: 10pt;" />ოქტომბერში, როდესაც ივანიშვილმა პირველად განაცხადა პოლიტიკაში წასვლის გეგმების შესახებ, მან რამდენიმე პარტია ჩამოთვალა, ვისთანაც არ ითანამშრომლებდა. მათ „ფსევდოოპოზიცია“ უწოდა და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში დასდო ბრალი. ამ პარტიებს შორის მან სხვებთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ლეიბორისტული პარტია“ დაასახელა.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...