planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 </p>/get_img?ImageId=6249 დღეს, 8 თებერვალს, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”–ს – ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა.აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ განაცხდა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას– „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა მოგელაძემ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts