planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დღეს, 18:00 საათზე აქციას გამართავენ კონტროლის პალატის შენობასთან. აქციის მონაწილეების გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო სექტორის "სრულიად დაუსაბუთებლად კონტროლის დაწყებას". ”ახალი თაობა - ახალი ინიციტივა” არის პირველი, ვინ იქნება შემდეგი არავინ იცის", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დღეს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”–ს – ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას– „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts