Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ბაქრაძე: საქართველოს ჭირდება აღმშენებლობა, რეფორმები, გამთლიანება


Recommended Posts

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

 

ბაქრაძე გელათში იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ისინი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დალოცა.

 

საზეიმო წირვის დაწყებამდე ბაქრაძემ პატივი მიაგო დავით აღმაშენებლის ძეგლს ქუთაისში, რომელიც ცოტა ხნის წინ ცენტრალური მოედნიდან სადგურის მოედანზე გადაიტანეს, ხოლო წირვის შემდეგ - დავით აღმაშენებლის საფლავს, გელათში.

 

"აღმაშენებლი არის სიმბოლო საქართველოს გამთლიანების, გერთიანების, ბრძოლის, შენების და რეფორმების. საქართელოს ჭირდება შენება და აღმშენებლობა, ჭირდება რეფორმები, გამთლიანება და ეს ყვეაფერი არის იმის საფუძველი, რომ ჩვენთვის დავით აღმაშენებელი იყო, რჩება და იქნება გამორჩეული ისტორიული ფიგურა, რომელმაც იმ დროს ყველაფერი გააკეთა ქვეყნის გადასარჩენად, რაც დღესაც საჭიროა ამ ქვეყნის განვითარებისთვის. სრულიად საქართველის და განსაკუთრებით ყველა დავითს ვულოცავ დავითობის დღესასწაულს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დღესვე დაგეგმილია ბაქრაძის შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

 

 

 

/get_img?ImageId=6252

 

დავით ბაქრაძე ქუთაისში

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...