Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კლიმატის ცვლილების 0,5 მილიონიანი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/phpThumb_generated_thumbnailjpg.jpegსასტუმრო „ამბასადორში” კლიმატის ცვლილების 0,5 მილიონიანი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ესწრებოდა. 

 

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, მთელი სამყაროსთვის მომავალში კლიმატის ცვლილება იქნება თემა, რომლისთვისაც ძალიან დიდი ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული.

 

„ჩვენ ძალიან ღირსეულად გავაკეთეთ პირველი დამეორე ეროვნული შეტყობინება. ახლა დავიწყეთ მესამე ეროვნულ შეტყობინებაზე მუშაობა. ეს არის ქვეყნის მზადყოფნა, რომ მან მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდოს კლიმატის ცვლილების შედეგების აღმოსაფხვრელად,” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

 

კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 500,000 აშშ დოლარია. პროგრამა ხელს შეუწყობს მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდოს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შედეგების აღმოსაფხვრელად. 

 

„გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კლიმატის ცვლილების მიმართულებით. დღეს ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ მესამე ეროვნულ შეტყობინებას. ეს არის საქართველოს მთავრობის სამართლებრივი ვალდებულება. დღევანდელ შეხვედრას აქვს განსაკუღებული მნიშვნელობა, რადგან ყველა დაინტერესებულ მზარეს აქვს შესაძლებლობა გადაწყვიტოს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გზები. ასევე, მას აქვს დიდი მნიშვნელობა ამ მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გასაძლიერებლად,” – აღნიშნა საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სოფო ქემხაძემ.

 

სამუშაო შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის, სხვადასხვა სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გაუმჯობესების და მისი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით სამომავლო გეგმები განიხილეს. 

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...