planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/kontrolis_palata-300x262.jpgსაქართველოს კონტროლის პალატა არასამეწარმეო იურიდიულ პირს “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალ ინიციატივას” ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციას სთხოვს.ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გააკეთა განცხადება.მისი თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია.ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა.დღესვე, საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.control.ge) გამოქვეყნდება პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წლიური დეკლარაციები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts