planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/preview.php_.jpegთელავში, ერეკლე II-ს გამზირზე მდებარე სილამაზის სალონში გაზის გამათბობელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. „სილამაზის სალონში „შარმი“ აფეთქება დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. აფეთქების დროს დაშავდა სალონის სამი თანამშრომელი ქალბატონი და სამი ბავშვი, რომლებიც სალონის გარეთ თამაშობდნენ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ქურციკაშვილმა. „დაზარალებულებს დამწვრობა ხელის და სახის არეში აქვთ მიღებული. ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას ისინი თბილისში გადაჰყავს,“ – აღნიშნა თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე საჩიშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts