planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/default4.jpeg“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია თბილისის მერს, გიგი უგულავას მიმართავს და ზამთრში დედაქალაში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მიმართვა პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა. “მივმართავ გიგი უგულავას, ახლა მაინც იფიქროს ხალხზე და ზამთრის სუსხიან დღეებში, როდესაც თბილისელებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ელექტროენერგიის მოხმარება გასათბობად, ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკავების გადაწყვეტილება მიიღოს”, – აცხადებს ალასანია. ამავე ინიციატივით, თბილისის მერს ხვალ, საკრებულოს დეპუტატები და “თავისუფალი დემოკრატების” წევრები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმის შესახებ, გადაწყვეტილება გასული წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, თბილისის მოსახლეობა ყოველი 1 კვ.ტ ელექტროენერგიის მოხმარებისას ნაგავში 0,5 თეთრს იხდის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts