planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59923.jpgთბილისში თოვლის საფარმა უკვე ათ სანტიმეტრს გადააჭარბა. დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, თუმცა გადაადგილების მხრივ მძღოლებს სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ. თბილისის დასუფთავების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამ დროისათვის ტექნიკური მარილი ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დაყრილი. სპეციალისტების თქმით, ასეთი თოვლი თბილისში თითქმის ათი წელია არ ყოფილა. კლიმატურ ცვლილებებს სინოპტიკოსები გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რასაც დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის აწევა მოჰყვა. სპეციალისტთა განმარტებით, თითქოსდა უმნიშნველო ცვლილებამ - 0,7 გრადუსით მატებამ კლიმატური რეჟიმი შეცვალა. სპეციალისტები გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს სწორედ გლობალური დათბობის პროცესს უკავშირებენ. დღეიდან ამინდი საქართველოში კვლავ გაუარესდება. თოვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა მოსალოდნელი. შენარჩუნდება ყინვაც. ტემპერატურა თბილისში -7 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოში -14, დასავლეთში კი -2 გრადუსი იქნება. უამინდობა საქართველოში 12 თებერვლამდე გასტანს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts