planetanews Posted February 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgიერუსალიმში მემარჯვენე ექსტრემისტებმა ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს. ტაძარის გალავანზე, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაცაა შემორჩენილი, ექსტრემისტებმა ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ამგვარად დაჯგუფება, რომელიც საკუთარ თავს იუდა მაკაბელის შთამომავლად და მიმდევრად მიიჩნევს, ისრაელის პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს პალესტინასთან სადავო ტერიტორიებზე უკანონო ებრაული დასახლებების დემონტაჟის შესახებ. წარწერები ივრითზე და ბერძნულ ენაზე მხოლოდ მონასტრის გალავნის კედელზე და ავტომობილებზეა გაკეთებული. ფრესკები არ დაზიანებულა. ეს რ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მემარჯვენე ექსტრემისტები წმინდა ადგილებს შეურაცხყოფენ. მათ ანალოგიური წარწერები რამდენიმე მეჩეთზე, სინაგოგაზე და ისრაელის პრემიერის იცხაკ რაბინის მემორიალზეც დატოვეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts