planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/maia-300x219.jpgინტერვიუ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” სათაო ოფისის ხელმძღვანელს მაია ფანჯიკიძესთან ოვალურ კაბინეტში აშშ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ჩვენი ქვეყნისათვის პოტენციურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამის შესახებ ერთხმად აღნიშნავს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და მედიაც. რა იყო უმთავრესი ამ შეხვედრაში? საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს აშშ-ში, შეხვედრას უმაღლეს დონეზე, რასაკვირველია, ძალიან დადებითად ვაფასებ. როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ ეს წარმოაჩინოს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ კეთილი ნების ჟესტად, ეს პირველ რიგში საქართველოსთვის გამოცხადებული მხარდაჭერაა, რადგანაც ამ ვიზიტით ხაზი ესმევა საქართველოს, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამ ვიზიტს კიდევ იმ მხრივაც აქვს მნიშვნელობა, რომ მასზე რამდენიმე კონკრეტული საკითხი დამუშავდა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საქართველოს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის თემა. მართალია, თარიღები არ სახელდება, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები და რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი, მაგრამ თავისთავად, ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაღაც დადებითი მოხდება, მთელი ქვეყნისათვის არის ძალიან კარგი. ასევე, ხაზი გაესვა, საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მნიშვნელობას სამხედრო ოპერაციებში, რაც ასევე ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია ის განცხადებაც, რომ საქართველოსათვის ნატოს კარი ღიად რჩება. Eეს ქვეყნის განვითარების უახლოესი პერსპექტივებია. მაგრამ მაინც, სააკაშვილი-ობამას შეხვედრისას ყველაზე აქტუალური არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებაა. არჩევნები კარს არის მომდგარი, საუკეთესო შემთხვევაში 8 თვე დარჩა. Gობამას განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას და ამით არსებული რეფორმების კიდევ უფრო განმტკიცებას, მნიშვნელოვანი გზავნილია. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ჩაატაროს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ამ მხრივ აქამდე ჩატარებულ არჩევნებს მაინცდამაინც დადებითად არ უნდა აფასებდეს. ეს იყო ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსათვის და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ვაშინგტონის შეხვედრას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის მიმართვა პრეზიდენტ ობამასადმი, რომელიც 30 იანვარს Washington Post და New Yourk Times-ში გამოქვეყნდა. რამდენად იმოქმედებდა ეს პუბლიკაცია უმაღლესი დონის შეხვედრის არა ფორმატზე, არამედ კონტექსტზე? აუცილებლად იმოქმედებდა. ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემაა შტატებში, სადაც შემთხვევით არაფერი იბეჭდება.ხელისუფლების მიმართ სიმპათიით განწყობილი ტელევიზიებიდან და გამოცემებიდან მოვისმინე ან წავიკითხე, რომ ამ პუბლიკაციაში ბიძინა ივანიშვილმა ფული გადაიხადა, სარეკლამო ადგილი იყიდა და რატომ არ დაბეჭდავდნენო? რასაკვირველია, ეს ასე არაა. ეს არის მიღებული ფორმა, ხელისუფლება მას ხშირად მიმართავს, როცა ცდილობს კონკრეტული გზავნილი ვიღაცის ყურამდე მივიდეს. განსხვავება ხელისუფლების ამ მეთოდსა და ივანიშვილის მიმართვის გამოქვეყენაბს შორის ის არის, რომ ხელისუფლება ამაში ბიუჯეტის, ჩვენ ფულს იხდის, ივანიშვილმა კი – საკუთარი გადაიხადა. მთავარი ისაა, რომ ამ თანამიმდევრობით – დავწერ, გადავიხდი და თქვენ დაბეჭდეთ, ამ გაზეთებში ვინმეს ნააზრევის გამოქვეყნება არ ხდება. ეს ორი გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია შტატებში და ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებს იმას, თუ ვისი ნააზრევი იბეჭდება მათ ფურცლებზე. ეს იქნებოდა სერიოზული გზავნილი ამერიკული საზოგადოებისათვის. რედაქციის მინაწერში აღნიშნული იყო, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, ასევე ისიც, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რითაც ხელი ეშლება მის პოლიტიკურ აქტიურობას. ასე რომ, შტატების პრეზიდენტი საქართველოს სრულ სურათს დაინახავდა – ხელისუფლების და ოპოზიციის ხმას. საზოგადოება თებერვლის ბოლოსათვის ელოდება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტას… 14 თებერვალს გადის ის 2 თვე, რომელიც არის განსაზღვრული ამა თუ იმ პირისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადასაჭრელად. 14 თებერვალს გვეცოდინება, რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ. რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში, ამ მოთხოვნაზე ხელისმომწერი ადამიანები საპროტესტო აქციებს გამართავენ. რა შედეგს მოიტანს ეს? ჩემთვის ეს უცნობი ინფორმაციაა.”ქართული ოცნებისათვის” ამ იდეით ან წინადადებით არავის მოუმართავს. ყველა შემთხვევაში, დაველოდოთ 14 თებერვალს, ეს მნიშვნელოვანია ყველასათვის, უპირველესად კი – ბიძინა ივანიშვილისათვის. თუკი 14 თებერვალს უარი მივიღეთ, არა მგონია, ქუჩის აქციებით შედეგი შეიცვალოს. იურისტებთან ერთად გამოინახება სხვა გზები. ჯერჯერობით, ნაადრევია ყველა დასკვნა. საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” თითქმის 2 თვეა, რაც დაფუძნდა.საზოგადოების ნაწილი, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ერთიანდება მოძრაობაში. მოლოდინის რეჟიმი კვლავ მაღალია. რამდენად მისაღებია ”ქართულ ოცნებაში” იმ განაწყენებული ადამიანების ”შემობრუნება” აქტიური პროცესებისაკენ, რომელნიც უკანასკნელ წლებში ჩრდილში დგომას არჩევდნენ? ანუ წინა მთავრობებისაგან განაწყენებული ადამიანების გააქტიურება რამდენად მისაღებია? ყველა ადამიანის აქტიურობა მისაღებია საზოგადოებრივი მოძრაობისათვის. არ ვიცი, ამ ნიშნით მოდიან თუ არა, რასაკვირველია, ასეთი ადამიანებიც არსებობენ. მაგრამ ეს არ არის ”ქართულ ოცნებაში” ადამიანების მოსვლის მთავარი მიზეზი. მოდიან ახალგაზრდები – 18-19 წლის ბავშვები, რომლებიც ვერ მოასწრებდნენ ხელისუფლებაზე განაწყენებას, მათ თანამდებობები არ ჰქონიათ, რომ დაეკარაგათ. ადამიანები აქ მოდიან მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის, რასაც ხედავენ ქვეყანაში, უნდათ უკეთესი ქვეყანა და აქვთ იმედი, რომ საკუთარი აქტიურობით, ამ მოძრაობაში ჩართულობით, მიაღწევენ ცვლილებებს. მარტივი მოტივაციაა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის საზოგადოებრივი მოძრაობა ფაქტიურად არ ყოფილა. ქართული საზოგადოება დიდხან ელოდებოდა ქართველ ლეხ კაჩინსკის, მაგრამ გამოჩნდა – ბიძინა ივანიშვილი. რა არის ის მთავარი, რაზეც აიგო ”ქართული ოცნება”? საინტერესო თეზისია. ასეთი ჩართული საზოგადოება მხოლოდ ეროვნულ მოძრაობაში იყო, როცა მთელი ქვეყანა ატაცებული იყო დამოუკიდებლობის იდეით, მაგრამ სხვა კონტექსტში. ახლა რაც ხდება, მართლაც უნიკალური მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც. საზოგადოების ყველა ფენა, ასაკის, შეხედულებების, განაწყენება-გაუნაწყნებლობის ნიშნის მიუხედავად, ცდილობს თეორიული, კონცეპტუალური ცოდნა ჩადოს იმ საქმეში, რასაც საქართველოს მომავალი ჰქვია; ცდილობს, იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებზეც ადრე მხოლოდ კაბინეტებში ჩაკეტილი ჩინოვნიკები მუშაობდნენ. მათ აქვთ ის განცდა, რომელიც სურთ სხვებსაც გადასდონ, რომ თვითონ მონაწილეობენ საკუთარი ქვეყნის მომავლის შექმნაში. რამდენად არიან სამუშაო პროცესში ჩართულნი ქართველი ემიგრანტები, რომელთა არაოფიციალური რიცხვი მილიონამდე ადამიანს შეადგენს? ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფში დიასპორის ქვეჯგუფს დიპლომატი კოტე სურგულაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მოგვდის ბევრი წერილი, მოდის საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელიც დროებით არის ჩამოსული უცხოეთიდან, გვთავაზობენ დახმარებას, იდეებს. საბერძნეთი, გერმანია, დანია, შვედეთი, კანადა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, საიდანაც ქარველები საკუთარი ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობისათვის მზად არიან. ჩვენ ძალიან მალე დავუკავშირდებით ამ ხალხს და სხვადასხვა გზით ჩავრთავთ საზოგადოებრივ მოძრაობაში , უცხოეთში გამოდის ქართული გაზეთები, არის ინტერნეტ-გამოცემები. ქართველ ემიგრანტებს აქვთ სურვილი, რომ ჩაერთონ არჩევნებში და უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, როგორც დამკვირვებლებმა, კომისიის წევრებმა და ა.შ. თუკი სტატისტიკა – 1 მილიონი ემიგრანტი, მართალია, ამომრჩეველთა რიცხვი შესაბამისად, ძალიან მაღალი იქნება, ეს დასაკარგი ხმები ნამდვილად არავისთვის არ არის. როდის გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის შემადგენლობა? ჯერ დაველოდოთ 14 თებერვალს. ამ დღის შემდეგ უფრო მკაფიო კონტურებს მიიღებს ივანიშვილის გეგმები. ამ თარიღიდან ძალიან მალე გაკეთდება პირველი პოლიტიკური განცხადება სწორედ იმ კოალიციის და პარტნიორების შესახებ, რომელსაც თავის გარშემო მოიაზრებს ივანიშვილი. ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. ნინო ფირცხალავა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts