Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- ნინო ბურჯანაძე: „ჩემს სამშობლოს გამოადგება ჩემი პირადი ურთიერთობა პუტინთან“


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/society/burjika-oponion.jpgთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერნეტგამოცემა „opinion.ge“-თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რით იყო განპირობებული ის გარემოება, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის ბურჯანაძის ფიგურა მიუღებელი იყო და აღნიშნა, რომ „ზოგი ამას – მის რუსულ ვოიაჟებს, ზოგიც ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირებს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ის „რუსეთში დადიოდა და ივლის კიდეც, აუცილებლად შეხვდება რუსეთის მომავალ პრეზიდენტ პუტინს“.

 

 

 

<span style="font-size: 10pt;" />„მე ძალიან ვაფასებ ამ ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემს სამშობლოს გამოადგება ჩემი პირადი ურთიერთობა პუტინთან. მე შემიძლია ამ ადამიანს შევხვდე, ვესაუბრო, ჩემი პოზიცია დავუსაბუთო. სასაცილოდ არ მყოფნის მაგ ადამიანების ვითომდა ბრალდებები. ეს ხელისუფლების კლიშე იყო და, რა თქმა უნდა, აიტაცა ოპოზიციამ, მაგრამ დამანახეთ ერთი პრორუსული განცხადება ბურჯანაძის მიერ გაკეთებული. პროქართული – რამდენიც გნებავთ. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, მე არ ვაპირებ, არც რუსებს, არც ამერიკელებს, არც ევროპელებს და არც ავსტრალიელებს ჩემი ერთგულების მტკიცება დავუწყო.  ყველას ვუმტკიცებ, რომ ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ, ჩემი ქვეყნის ინტერესში დღეს ნამდვილად შედის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. არასოდეს არ შემეშინდება იმის თქმის, რაც ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანად მიმაჩნია“, – აცხადებს ბურჯანაძე.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...