planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 თბილისში, მოსკოვის გამზირზე, 4 თებერვალს 1967 წელს დარგული ათეულობით გაჩეხილი ფიჭვის ადგილზე პოლიციის შენობა შენდება. ახალი პოლიციის შენობა მოსკოვის გამზირზე 2011 წლის აგვისტოშიც გაიხსნა. კიდევ ერთი ახალი პოლიციის მშენებლობა იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ფიჭვები გაიჩეხა, დღეს, 7 თებერვალს დაიწყო. თუმცა დღემდე დედაქალაქის მერია მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. /get_img?ImageId=6225 /get_img?ImageId=6228 იმის მიუხედავად, რომ სამშენებლო ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ", კანონის შესაბამისად, კანონდარღვევად მიიჩნევა, საინფორმაციო დაფა ამ ადგილზე ჯერ არ არსებობს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობას თვალს ადევნებს, ამბობს, რომ დაფას ხვალ ან ზეგ მიიტანენ. "დაფაზე იქნება ყველაფერი, მშენებელი კომპანიაც და პოლიციის შენობის ზუსტი სურათიც, ახლა ვერ აგიხსნით ვერაფერს, ვერც იმას, როგორი შენობა იქნება ზუსტად,"-ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. ტრაქტორმა, რომელიც ობიექტზე მუშაობს, მრგვალი ფორმის საძირკველი უკვე ამოთხარა. ობიექტზე მომუშავე მუშები ამბობენ, რომ პოლიციის შენობა მრგვალი ფორმის იქნება. /get_img?ImageId=6226 გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის"იურისტი მერაბ ჩიქოვანი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიციის შენობის მშენებლობა აღნიშნულ ადგილზე უკანონოდ მიმდინარეობს, ვინაიდან, 2009 წლის 27 მარტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამწვანებულ ტერიტორიებს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა და ასეთ ზონებში მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია. იურისტის თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა დაწყებულიყო, მას სარეკრეაციო ზონის სტატუსი უნდა შეცვლოდა. "სტატუსი არ არის შეცვლილი. ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ საიტებზე ავტომატურად ხდება ცვლილების ასახვა. ასეთი ცვლილება კი არ განხორციელებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად კანონდარღვევით მიმდინარეობს მშენებლობა,"-ამბობს იურისტი, მერაბ ჩიქოვანი. მშენებლობისთვის თბილისში ტერიტორია "კიკვიძის ბაღშიც" შემოისაზღვრა. როგორც მოსახლეობას მუშებმა განუცხადეს, შემოღობილ ადგილზე პოლიციის ახალი შენობა უნდა აშენდეს, თუმცა ოფიციალური პასუხი დედაქალაქის მერიისგან არც აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არსებობს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დახმარების თხოვნით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ. მეორე აქციას მოსახლეობა ხვალ, 8 თებერვალს, გეგმავს. 2008 წლიდან თბილისში, დაახლოებით, 20 ახალი პოლიციის შენობა აშენდა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი შენობის მშენებლობა, არ არსებობს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts