Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ლავროვი: "სირიაში ვიზიტი დროული და სასარგებლო იყო"


Recommended Posts

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში ვიზიტი დროული და სასარგებლო იყო. “არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენ მიერ ჩამოტანილი სიგნალი ყველა მიმართულებით მოძრაობს  და ყველას მიერ გაგებული იქნება”.

 

სერგეი ლავროვი სირიას დღეს ეწვია და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან შეხვედრა გამართა.

 

ლავროვის თქმით, მოსკოვი თვლის, რომ ძალისხმევა სირიის კრიზისის დასაძლევად უნდა გაგრძელდეს.

 

“რუსული მხარე აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში, გაგრძელდება მუშაობა სირიასთან, სირიის მეზობლებთან და არაბთა ლიგასთან”

 

ლავროვის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში  გამოაცხადებს რეფერენდუმის თარიღს ქვეყნის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით:

 

“ პრეზიდენტმა ასადმა მითხრა, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება კომისიას, რომელმაც ახალი კანონპროექტი მოამზადა. სამუშაოები დასრულებულია, დარჩა მხოლოდ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნა სირიისთვის ამ ფრიად მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით”

 

ლავროვის განცხადებითვე, რუსეთი სირიულ ოპოზიციასთანაც გააგრძელებს მუშაობას:

 

“ჩვენ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთანაც გავაგრძელებთ მუშაობას, ისევე როგორც იმ ძალებმაც უნდა გააგრძელონ მუშოაბა, ვისაც რუსეთზე მეტი გავლენა აქვს”

 

“ჩვენ მთავარი მიზნებიდან ვიწყებთ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა უნდა შეწყდეს, რეგიონს ჭირდება  მშვიდობა, სირიას ჭირდება მშვიდობა” –აღნიშნა ლავროვმა.

 

სირიაში ერთი წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა ანტისამთავრობო პროტესტი. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია ადამიანთა დაღუპვის შესახებ, როგორც მოსახლეობის, ისე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების. გაეროს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 5 000–ს გადააჭარბა. სირიის ოფიციალური პირების განცხადებით კი, შეიარაღებულ ოპოზიციასთან შეტაკების დროს 2000 სამხედრო და პოლიციის წარმომადგენელი დაიღუპა.

 

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოს გამოყენებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაბლოკეს, აღნიშნულმა ქვეყნებმა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უკვე მეორედ დაბლოკეს სირიასთან დაკავშირებული რეზოლუცია, ფორმულირების მიუღებლობის გამო. მოსკოვი და პეკინი შიშობენ, რომ სირიაშიც არ განმეორდეს ე.წ. “ლიბიის სცენარი”, რომელიც გარე ძალის ჩარევამ განაპირობა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...