planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/kolage_003441-263x300.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტს ეხმაურება და პარლამენტის წევრებს მათი საქმიანობის მაქსიმალური საჯაროობისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს. ის არჩეულია ხალხის მიერ, შესაბამისად, პარლამენტის ნებისმიერი წევრი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილმა, რომელიც მედიის საქმიანობას ეხება და ვიდეო გადაღების ნაწილობრივ აკრძალვას გულისხმობს, შესაძლოა, შეამცროს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება პარლამენტის საქმიანობაზე, შესაძლოა, მუშაობის პროცესი ნაკლებად გამჭვირვალე გახდეს. ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, მაქსიმალურად უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts