planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/JUD_6251_tbilisi.gov_.ge_1328617474-300x199.jpgთბილისის მერიის სტრუქტურულმა ერთეულებმა,არქიტექტურის სამსახურმა და ქონების მართვის სააგენტომ,მოსახლებისთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზების მიზნით, ახალი ელექტრუნული სერვისები დანერგა. არნიშნული სერვისი თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს,სახლიდან გაუსვლელად მისთვის საჭირო ინფორმაცია და მომსახურება მიიღოს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიაში დანერგილი სიახლეები დღეს საზოგადოებას მერიის წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად გააცნეს. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა დანერგა, რაც საქმისწარმოებას სრული ელექტრონული ფორმით წარმართვას გულისხმობს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ახალი ვებ–გვერდ: tas.ge–ით ისარგებლოს, შექმნას თავისი პირადი გვერდი, არქიტექტურის სამსახურში ელექტრონული განაცხადი გააკეთოს და კონკრეტულ საკითხზე სამსახურის გადაწყვეტილება ამ გვერდშივე მიიღოს. ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემა არქიტექტურის სამსახურში განაცხადების ავტომატურ რეგისტრაციას, დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას, რეგისტრაციისთანავე განაცხადის დაუყოვნებლივ ასახვას რუკაზე (საჯაროობას), თანამშრომელზე შემოსული განაცხადების ავტომატურ გადაწერას, სამსახურის შიგნით განაცხადის მოძრაობის ავტომატიზაციას, კომისიებზე განაცხადის ონლაინ განხილვის შესაძლებლობას, ოქმის ავტომატურ მომზადებასა და საჯაროობას, განმცხადებლისათვის გასაგზავნი გადაწყვეტილების ავტომატურ გენერაციას, დოკუმენტებში ხარვეზების აღმოფხვრის მარტივ შესაძლებლობას, საქმისწარმოების ვადების სრულყოფილ კონტროლს, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიწოდებასა და სხვა საჯარო უწყებებთან მოქნილი ურთიერთობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და სიახლეები დაინერგა თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოშიც, რომელმაც მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებელს ახალი სერვისები შეთავაზა და უკვე არსებული მომსახურებები გაამარტივა. ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდი: iauction.ge დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს ადვილად მოძებნონ, როგორც საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა, ასევე მონაწილეობა მიიღონ ელექტრონულ აუქციონებში. გამარტივდა ასევე საკუთრების მოწმობის აღების წესიც. აუქციონში გამარჯვებული თანხის გადახდის შემდეგ, საჯარო რეესტრში მიუსვლელად, რეგისტრირდება რეესტრში და ელექტრონულად იღებს საკუთრების მოწმობას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ინტერნეტით ვერ სარგებლობს, ან დამატებითი კითხვები აქვს, მერიაში და რაიონულ გამგეობებში მომსახურების განახლებული ცენტრის კონსულტანტები ემსახურებიან და კვალიფიციურ რეკომენდაციას უწევენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts