planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images.jpgსაგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთს თანამედროვე საზოგადოების ეშინია. მინაშვილის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებები სასაცილოა. „ კარგად ჩანს, რომ ყველა საკითხში როგორც საგარეო, ისე მსოფლიო პოლიტიკის კუთხით რუსეთი მარტოა ერთ მხარეს დარჩენილი, ხოლო დანარჩენი მსოფლიო მეორე მხარეზეა. თუ მოსკოვი ასე გააგრძელებს, საბოლოო კოლაფსამდე მიიყვანს და ეს რუსეთის მოქალაქეებმაც კარგად იციან“,– განაცხადა მინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო “ცივი ომის” გადმონაშთია და იგი აღარავის სჭირდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts