planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vitaly-churkin.n-300x224.jpgგაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრს, მისი ქვეყნის სრული განადგურებით დაემუქრა. ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო სირიის რეზოლუციას იხილავდა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა არაბული ქვეყნებისა და დასავლეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია დაბლოკეს. კენჭისყრის წინ ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩურკინს მიმართა:“გაფრთხილებთ, იმ შემთხვევაში თუ ვეტოს უფლებას გამოიყენებთ და გაეროს გადაწყვეტილებას დაბლოკავთ, რუსეთი ყველა არაბულ ქვეყანას დაკარგავს“. ჩურკინმა უპასუხა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ასეთი ტონით დამელაპარაკებით დღესვე მცნება, როგორც ყატარი, აღარ იარსებებს“. ჩურკინმა ასევე დასძინა, რომ ის დიდი რუსეთის წარმომადგენელია და მისი სახელით, მხოლოდ გავლენიან ხალხს დაელაპარაკება. ოფიციალური კომენტარები ამ თემაზე ჯერ-ჯერობით არ გაჟღერებულა. აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და ყატარს შორის ურთიერთობები იანვრის ბოლოს მნიშვნელოვნად დაიძაბა, როდესაც ყატარელმა მებაჟეება რუსეთის ელჩი სცემეს, მოსკოვმა კი ყატარის ელჩი გააძევა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts