planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x199.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ექიმი, პედიატრი ირაკლი ციციშვილი, გაწეული საქმიანობისთვის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას ყველა ეპოქაში ჰყავდა წარმატებული ექიმები, და დღესდღეობით ასეთი სწორედ პედიატრი ირაკლი ციციშვილია. „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მას პირადად იცნობს და მათ რიცხვში მეც შევდივარ, ბავშობაში ხშირად აღმოვჩენილვარ მის ხელში. ირაკლი ციციშვილი დიდი ქართველი მოღვაწე და მედიკოსია“,– განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ასევე ჯანდაცვის ახალ სისტემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკების გახსნა ახალი ჯანდაცვის სისტემის შექმნის ნიშანია. „ახლა ვმუშაობთ იმაზე რომ, ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს არის ის რასაც ვგეგმავდით, რომ საქართველოს ევროპაში საუკეთესო დონის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ჰქონდეს. ჩემი ამბიციაა 2014–2015 წლებში ევროპაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთ–ერთი საუკეთესო იყოს“,– განაცხადა სააკაშვილმა.ასევე, დუშეთის საავადმყოფოში პრეზიდენტის სტუმრობის დროს კიდევ ერთი ბავშვი ნინო ბანცური დღეს საკეისრო კვეთით გაჩნდა. მეხუთე შვილიშვილის დაბადება ელისო აფციაურს პრეზიდენტმა პირადად ახარა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts