Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 8 თებერვალი


Recommended Posts

8 თებერვალს, 10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას და დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

ქალაქი ქუთაისი, ცენტრალური მოედანი

 

8 თებერვალს, 12.00 საათზე, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ოფისში, კოალიცია ‘არჩევნის თავისუფლებისთვის’ პრესკონფერენციას

გამართავს.

თემა: 2012 წლის ბიუჯეტი და არჩევნები

მის: აბაშიძის ქ. #43, I სართ.; (აბაშიძისა და კავსაძის კვეთაზე, შესასვლელი კავსაძის ქუჩის მხრიდან)

 

8 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინნ’-ში პროექტ ‘ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების’ პრეზენტაცია გაიმართება.

 

8 თებერვალს, 12.00 საათზე, ‘ქართული ოცნების’ ცენტრალურ ოფისში, ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს თავის პრესსპიკერს წარუდგენს და პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრებს.

მის: ერეკლე მეორეს მოედანი #3

 

8 თებერვალს, 12.00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ ‘ეროვნულ-დემოკრატიული პარტია’ დაფუძნების 95 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

8 თებერვალს, 12:00 საათზე, ფონდ ‘ღია საზოგადოება – საქართველოს’ ოფისში მრგვალი მაგიდა გაიმართება.

თემა: ‘არასათანადო მოპყრობა – ძირითადი პრობლემები საქართველოში’.

 

8 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘თვისუფალი საქართველოს’ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მის:ფალიაშვილის ქ. #33 ა

 

8 თებერვალს, 13:00 საათზე, გელათის აკადემიაში ალბომის ‘გელათური ხელნაწერები’ – პრეზენტაცია გაიმართება.

 

8 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტიის’ აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘ვინ აფინანსებს მერაბიშვილს’.

მის.: ივ. ჯავახიშვილის ქ. #88

 

8 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘მაგთიკომი’ HSPA+ სტანდარტის ქსელისა და ორსიხშირიანი მოდემის პრეზენტაციას გამართავს.

მის: პოლიტკოვსკაიას ქ. №5, A შესასვლელი

 

8 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘ილიაუნი ბიზნეს რევიუ’ თბილისის სუპერმარკეტების კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

მის: გ. წერეთლის #2, G კორპუსი, №106 საკონფერენციო დარბაზი

 

8 თებერვალს, 13:30 საათზე, ‘საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის’ თბილისის ფილიალი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგები’.

მის: თელავის ქ. # 20, სასტუმრო ‘შერატონ-მეტეხი პალასი’, დარბაზი ‘ბალავარი’ ტელ: 995 32 298 36 76; 995 32 292 15 14; 599 17 60 39

 

8 თებერვალს, 14.00 საათზე, ზუგდიდში, კომპანია ‘ფერეროს’ შვილობილი კომპანიის, ‘აგრიჯორჯიას’ სოციალურ სახლში, პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია თხილის ტრენინგის პროგრამას გახსნიან.

8 თებერვალს, 14:00 საათზე, ფრაქციის ‘ერთობა სამართლიანობისთვის’ არასამთავრობო ორგანიზაციებთანშეხვედრას გამართავს.

თემა: ‘საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის შედეგები’.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

8 თებერვალს, 14.30 საათზე, ‘თავისუფალი დემოკრატების’ საკრებულოს დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდება.

მის: ც. დადიანის ქ. #162, ყოფილი კიკვიძის პარკში

 

8 თებერვალს, 15:00 საათზე, ზუგდიდში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

8 თებერვალს, 15.00 საათზე, სანაპიროზე, ‘კორტებთან’ ახალგაზრდული ორგანიზაციები 9 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

საკონტაქტო პირი მიხეილ მუმლაძე – 592 11 42 62

 

8 თებერვალს, 15:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო ‘რედისონში’ ‘ახალი მემარჯვენეების’ ბათუმის რეგიონული კონფერენცია გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და სხვა ლიდერები დაესწრებიან.

მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #73

საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49

 

8 თებერვალს, 15:00 საათზე, კიკვიძის პარკში, პარტია ‘სალომე ზურაბიშვილი -საქართველოს გზის’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვა და პოლიციის შენობის მშენებლობა’.

 

8 თებერვალს, 15:00 საათზე, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ შესასვლელთნ, ‘გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფისა’ და ‘ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’ ორგანიზებით, კიკვიძის ბაღის გაჩეხვისა და მის ტერიტორიაზე პოლიციის მორიგი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...