planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images26.jpeg“თავისუფალი დემოკრატების” კომპანია “სითი პარკი” მომსახურების საფასურს გაძვირებაზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ “სითი პარკის” ოფისთან განუცხდა, აღნიშნული კომპანიის მომსახურება ორჯერ გაძვირდა ბათუმში, სადაც საფასური 40 ლარი იყო და 80 ლარი გახდა. აბაშიძის ინფორმაციით, მომსახურების საფასურის გაორმაგებას კომპანია “სითი პარკი” თბილისშიც გეგმავს. “მილიონობით ლარი, რომელიც კომპანიაში შედის, უცნობია რას ხმარდება, რადგან დედაქალაქის ყველა რაიონში დგომის სისტემა განვითარებულია და “სითი პარკი” დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს”-განაცხდა აბაშიძემ.“თავისუფალ დემოკრატებს” ამ განცხადებას კომპანია “სითი პარკის” გენერალური მენეჯერი, იანივ მარეცკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “სითი პარკი” გადასახადის არც ერთი თეთრით გაზრდას არ გეგმავს, გადასახადი ერთი წლის განმავლობაში 50 ლარს შეადგენს და ასევე დარჩება. “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა კომენტარი ბათუმში ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ბათუმის კომპანიასა და “სითი პარკს” ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. “ბათუმში დგომის წესებს სხვა კომპანია აწესრიგებს, “სითი პარკი” კი, მხოლოდ თბილისს ემსახურება”,-აღნიშნა იანივ მარეცკიმ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts