planetanews Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59912.jpgრუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული ბაზების ძლიერებაზე საუბრობს. მედვედევი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან მათ ბაზებს ნებისმიერი აგრესორისთვის `არათანაზომიერი ზარალის` მიყენება შეუძლია და ეს "სააკაშვილსაც კარგად ესმის". სამხედრო ბაზების გაძლიერების მიზეზად მედვედევი საქართველოს ინტენსიურ მილიტარიზაციას ასახელებს, რომელიც მისი მტკიცებით, ამერიკის მხრიდან არც აგვისტროს ომის შემდეგ შეჩერებულა. ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივად აღდგენის შესახებაც ისაუბრა. შეკითხვაზე - შედგა თუ არა საქართველოსთან რაიმე სახის გარიგება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, მან უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი უკმაყოფილებას ვერ მალავს და საქართველოს გამო დასავლეთს აკრიტიკებს. მხარდამჭერებთან შეხვედრისას დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს იარაღით მომარაგებას და სპეციალურად ამ თემაზე ბევრ ლიდერთანაც ჰქონდა საუბარი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts